2022 წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამით, თბილისის 10-ვე გამგეობამ 40 მილიონ ლარამდე დახარჯა, საიდანაც ლიფტების შეკეთებას 11 მლნ-მდე ლარი მოხმარდა, სახურავების რემონტს კი 7,5 მლნ ლარი

2022 წელს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან“ თბილისის გამგეობების უმრავლესობამ ყველაზე მეტი თანხა შენობების სახურავებისა და ლიფტების შეკეთებას მოახმარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან“ ჯამში, 10-ვე გამგეობის საჭიროებებისთვის დახარჯული 39 301 991.8 ლარიდან, ლიფტების შეკეთებას 10 662 328.93 ლარი მოხმარდა, ბრტყელი/ქანობიანი სახურავის შეკეთებას კი 7 571 708.42 ლარი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან“ დაფინანსებული სამუშაოები, ძირითადად, შეეხებოდა შიდა წყალკანალიზაციის შეკეთებას, კარის მონტაჟს, კიბის შეკეთებას, კაპიტალურ გამაგრებას, სენსორული სანათების მონტაჟს, სადარბაზოს შიდა რემონტსა და სადარბაზოს გადახურვას.

უფრო კონკრეტულად: 2022 წელს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონის გამგეობამ ჯამში 5 482 053.11 ლარი დახარჯა. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა ბრტყელი/ქანობიანი სახურავის შეკეთებას მოხმარდა. ჯამში კი 73 სახურავის შეკეთება გამგეობას 1 960 564.06 ლარი დაუჯდა. ასევე, 1 176 505.17 ლარი გაიღო გამგეობამ გასული წლის განმავლობაში 44 ლიფტი შეკეთებისთვის. გარდა ამისა, სამუშაოები შეეხებოდა შიდა წყალკანალიზაციის შეკეთებას, კარის მონტაჟს, კიბის შეკეთებას, კაპიტალურ გამაგრებას, სენსორული სანათების მონტაჟს, სადარბაზოს შიდა რემონტსა და სადარბაზოს გადახურვას და ა.შ.

გლდანის რაიონის გამგეობამ იმავე პროგრამის ფარგლებში, ჯამში 3 950 717.34 ლარი დახარჯა. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა 1 173 088.88 ლარი გამგეობამ 74 ობიექტის სახურავის შესაკეთებელი სამუშაოებისთვის გაიღო. 25 ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები კი 1 285 535.54 ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, სამუშაოები შეეხებოდა სართულშუა ნაპრალების მოწესრიგებას, საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესრულებასა და წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის 4 266 438 ლარი დახარჯა. მათ შორის, ყველაზე ძვირი 1 968 295 ლარი დიდუბის გამგეობას 64 ლიფტის შეკეთება დაუჯდა. შემდეგ კი ყველაზე მეტი 934 174 ლარი 46 ქანობიანი/ბრტყელი სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთებას მოახმარა. სამუშაოები ასევე მოიცავდა შიდა წყალკანალიზაციას, კიბეების შეკეთებას, სადარბაზოების რემონტსა და ა.შ.

ვაკის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 4 791 314.82 ლარი დახარჯა. მათ შორის, ყველაზე ძვირი 2 179 692.55 ლარი 63 ლიფტის შეკეთება დაუჯდა. შემდეგ კი ყველაზე მეტი 980 892.7 ლარი 49 სახურავის შეკეთებისთვის გაიღო. ამასთან, ვაკის რაიონის გამგეობამ გასული წლის განმავლობაში, აივნების პროექტირება, კარის, კიბისა და ნაპრალების შეკეთება, სადარბაზოს რემონტი და წყალკანალიზაციის სისტემების მოწესრიგების სამუშაოებიც დააფინანსა.

ისნის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 4 442 569 დახარჯა. ყველაზე ძვირი ისნის რაიონის გამგეობასაც ლიფტების შეკეთება დაუჯდა. გამგეობამ 30 ლიფტის შეკეთებისთვის 1 369 891 ლარი დახარჯა.

კრწანისის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 3 335 919.69 ლარი დახარჯა. ყველაზე ძვირი კრწანისის გამგეობასაც ლიფტების მოწესრიგება დაუჯდა. 28 ლიფტის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოებს გამგეობამ 912 897.12 ლარი მოახმარა. სახურავების მოწესრიგებაში კი 838 802.79 ლარი დახარჯა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 2 409 988.64 ლარი დახარჯა. გამგეობას ყველაზე დიდი თანხა 753 627.99 ლარი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გაიღო. 639 301.54 ლარი კი შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებისთვის.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 3 580 768.26 ლარი დახარჯა. საიდანაც ყველაზე მეტი 1 274 001.31 ლარი ლიფტების მოწესრიგებას მოახმარა. 1 206 117.58 ლარი კი წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისთვის დახარჯა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 3 529 914.9 ლარი დახარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი 2 148 978.55 ლარი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გაიღო. სახურავების შეკეთებას კი 496 452.94 ლარი მოახმარა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 3 512 308,04 ლარი დახარჯა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო