ლევან იზორია - პრემიერი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრებიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონფერენციის ხელმძღვანელი ბატონი ჰოისგენი გაუწევს მოდერაციას აღნიშნულ პანელს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

„პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და კონკრეტული გეგმები დაისახოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ლევან იზორიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა