ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის („კონფლიქტი საქართველოში“) მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, საქართველოში მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე რეფორმები გააცნო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო პროგრამას, რომლიც 2025 წლამდე, 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობს.

მხარეებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის პოლიტიკური მრჩევლები, ჯონ დორბერი და მაქსიმ ლონგანგი, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა