საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სასჯელს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ადვოკატ სულხან კომახიძის განცხადებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებულ მის დაცვის ქვეშ მყოფს, როინ მებონიას 20 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სულხან კომახიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როინ მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენისას ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოსამართლემ სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა. უფრო სწორი იქნებოდა საერთოდ შეეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა, ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტიზის დასკვნითაც კი დასტურდება შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არ არის, საერთოდ შეურაცხადია. ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, მაგრამ ექსპერტმა ამას გვერდი მაინც ვერ აუარა და თქვა, რომ ის საჭიროებს არანებაყოფლობით მკურნალობას, რითაც ცალსახად დადასტურდა, რომ ქმედების განხორციელების დროს ადამიანი სრულ ჭკუაზე არ იყო”, - განაცხადა სულხან კომახიძემ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა, მსჯავრდებულ როინ მებონიას მიმართ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ის მტკიცებულები, რაც სასამართლოში წარვადგინეთ და ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის, ყველა დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მის შეურაცხადობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს მიერ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, მას სასჯელი დაუნიშნა 20 წლის ვადით, რომლის საწყის ეტაპზე ის მოთავსდება იძულებითი მკურნალობის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში და ამ საფუძვლების ამოწურვის შემდგომ სასჯელის მოხდას გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა