გურამ მაჭარაშვილი - ვფიქრობთ ამერიკული კანონი ერთი-ერთში ვთარგმნოთ, მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონი - თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან?

ვფიქრობთ ამერიკული კანონი პირდაპირ ვთარგმნოთ ერთი-ერთში. მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონი. თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამერიკული პროექტის კოპირებით, „უფრო გართულდება და დამძიმდება პროცესი“, ვიდრე მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით.

„მოხარული ვართ, რომ „ხალხის ძალის“ ეს ინიციატივა ძალიან სწრაფად აიტაცა ევროკავშირმა და იქაც ანალოგიური საკითხი დაინიცირდა. ჩვენ, „ხალხის ძალას“ ამის მერეც ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა გვექნება და თუ მოგვბაძავს ევროპარლამენტი ამაშიც, იქნება ძალიან კარგი. რაც შეეხება იმას, რომ კამათი გამოიწვია ჩვენმა პროექტმა, როგორც ევროპარლამენტში თქვეს, რომ სურთ ამერიკული კანონი „გადმოაკოპირონ“ და ისე დააინიცირონ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ შეიძლება დავაკოპიროთ ამერიკული კანონი, თუმცა უფრო გართულდება და დამძიმდება პროცესი, ვიდრე ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კომიტეტზე შევცვალოთ მთელი რიგი პუნქტები, რადგან ამერიკული კანონის შერბილებამ პირიქით რეაქცია გამოიწვია და ითქვა, რომ შერბილება ყოფილა რუსული კანონი. ჩვენ ვფიქრობთ, არც ვენეციაში და არსად გასაგზავნი რომ არ იყოს, ხომ არ გავაკეთოთ ისე, რომ პირდაპირ ვთარგმნოთ ამერიკული კანონი ერთი-ერთში. მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონი და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა