პაატა მანჯგალაძე - ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო, რადგან GIZ-ის გარდა სხვაგან არ უმუშავია, კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო

ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი.

"ე.წ. „ხალხის ძალის“ პროექტი არის პირდაპირ რუსული კანონის კოპირება. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, ის თითქმის 100 წლისაა და მიღებულია ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის ასალაგმად, ამ კანონშიც შემდეგ ბევრი ცვლილება შევიდა. 2012 წელს რუსეთში იქნა მიღებული კანონი და ყველა ორგანიზაცია და იურიდიული პირი, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, აგენტებად გამოაცხადეს და მათ შეეზღუდათ ლექციების ჩატარება, ტელევიზიებს მაუწყებლობა, ჟურნალისტებს - საქმიანობის განხორციელება. ასეთი კანონი მიიღეს ასევე ბელარუსმა, ჩინეთმა და ვენესუელამ. „ქართული ოცნება" მათ გზას ერთი - ერთში იმეორებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა