ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ბენჩ-ბარი ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ადვოკატებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა - მსაჯულთა ინსტრუქციები, აცილება, შერჩევა, მტკიცებულებათა გამოკვლევა, პროცესის ეფექტიანი მართვა და სხვა.

„შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს კონსულტანტი ჯერემი მაკბრაიდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში პატრიცია ვილდერმუტი.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა