სეისმოლოგი - იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს - საქართველოში კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება.

„ჩვენს შემთხვევაში კანონმდებლობა მორღვეულია, მაკონტროლებელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, რადგან არ აქვს ვალდებულება, დეტალურად შეამოწმოს წარმოდგენილი კვლევები. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სხვა უბნისთვის შესრულებული კვლევა, დაკოპირებული სხვა უბანში და ამის საფუძველზე სამშენებლო ნებართვის მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც, ბათუმში და ა.შ. შეიძლება სამშენებლო ნებართვის მიღება ისე, რომ ხარისხიანი კვლევა არ ჩატარდეს“, - განაცხადა სუხიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრა საქართველოსთვის პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რა სიმძლავრის მიწისძვრაც არ უნდა მოხდეს მეზობელ ქვეყანაში, მიწისძვრამდე და მის შემდეგაც საქართველოში ხდება მიწისძვრები. ასე, რომ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს“, - განაცხადა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამის პროგნოზირება რთულია.

„თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, რომ მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი არის ძალიან რთული ადგილი, ცუდი გაგებით მრავალფეროვანი და კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამისთვის არის საჭირო ლოკალური კვლევები და ლოკალური შეფასებები. ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა, გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, როცა სადღაც უბანში ერთი კვლევა არის ჩატარებული და მერე ყველა მშენებლობა იმ ერთ კვლევაზე მიებმება ხოლმე, ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა“, - განაცხადა სუხიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა