პაატა გაფრინდაშვილი „ხალხის ძალის“ პროექტზე - ველოდი, რომ დასავლეთის დემონიზების კამპანია მორიგი მავნებლობით გაგრძელდებოდა, მაგრამ ვერ გამოვიცანი, რომ საქმე ასეთ სისულელემდე მივიდოდა - ამგვარი კანონის მიღება ბერიას და მის მსგავს ჯალათებსაც შეშურდებოდათ

ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისადმი გადადგმული ძალიან სერიოზული სამწუხარო ნაბიჯი, რამაც მართლაც შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ეთქვას უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, - ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

როგორც გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ამგვარი კანონის მიღება 21-ე საუკუნეში ლავრენტი ბერიასა და მის მსგავს ჯალათებსაც შეშურდებოდათ.

„აქ არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს მტკნარი სიცრუეა. დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა და კანონი ამ მხრივ ახალს არაფერს მოიტანს, მაგრამ მოიტანს იმას, რომ უფრო მეტი პუტინიზმი შემოვა საქართველოში. ლავრენტი ბერიასა და მის მსგავს ჯალათებს შეშურდებოდათ 21-ე საუკუნეში ამგვარი ინოვაციის შემოტანა.

პარადოქსულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - ერთი მხრივ, რიტორიკულად ასრულებდე ევროკავშირის რეკომენდაციას, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტი შენ შენს მართლმსაჯულებაში აღიარო და მეორე მხრივ, აინიცირებდე კანონს, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნეგატიური ვერდიქტი გამოიტანა. ამ კანონპროექტის დაინიცირებით უკვე ზიანი დადგა. მე ველოდი, რომ ის რიტორიკა, რაც დაწყებულია - ევროკავშირის და დასავლეთის დემონიზების კამპანია, აუცილებლად დემონსტრირდებოდა რაღაც მორიგ სისულელესა და მავნებლობაში, თუმცა ოპტიმისტები ვართ ყველა და არ გინდა დავუშვათ, რომ საქმე მივა ამგვარი ტიპის სისულელემდე. მე ვერ გამოვიცანი, რომ დააინიცირებდნენ ამ ყველაფერს. თუ ოდნავ მაინც პრაგმატული აზროვნება შერჩენიათ გადაწყვეტილების მიმღებებს, მაშინ ამ კანონს ძალაში არ შეიყვანენ. ვინც ეს კანონპროექტი დააინიცირა, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ან მხარს დაუჭერს მას არ უყვარს სამშობლო და ადამიანები“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

ცნობისათვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა