საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, მისივე სიძეს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა, უკმაყოფილოა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს, როინ მებონიას 20-წლით პატიმრობა შეეფარდა, უკმაყოფილოა.

როგორც მოკლული ქალის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

მისივე თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და აპირებს, რომ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართოს.

ხათუნა ნაჭყებია განმარტავს, რომ მისი სიძე ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო და მეუღლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.

„როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხადი იყოს, როცა ის ცოლს კლავს, ამ დროს შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. შეურაცხადისთვის ამ დროს ხომ სულ ერთია, ცოლია თუ შვილი? ამაზე პასუხი გამცეს ადვოკატმა. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ [ავტობუსში] სხვებს რატომ არ დაერია? იქ ჩემი უფროსი ქალიშვილიც იყო თავისი შვილებით. არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო! იმ ღამით, როდესაც მე მათთან სტუმრად ვიყავი, ის ძალიან ჩუმად იყო, რაც არ სჩვეოდა. სიტყვა არ უთქვამს. ვიკითხე კიდევაც, რატომ არის ასე ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაუხარდა-მეთქი? რაღაცნაირ ეჭვებს რომ აჩენს, ისე იყო ჩუმად. მას ეს დაგეგმილი ჰქონდა, - აცხადებს ხათუნა ნაჭყებია.

მისვე განმარტებით, მომხდარის დღეს სახლიდან გასვლამდე მისმა სიძემ ცოლის დას ჩანთაში დანა ჩაუდო, რომელიც შემდგომ ავტობუსში გამოართვა და მკვლელობა ჩაიდინა. მან ასევე ისაუბრა როინ მებონიას მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ამის შემდეგ კი დედამ და ბიძამ, თავიდან მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. რატომ? ხომ დაიდო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ახლა უკვე მე ყველანაირად შევეცდები საქმეს მსვლელობა თავიდან მიეცეს“, - განაცხადა ხათუნა ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა