ქეთევან ჩაჩავა - მოვუწოდებ პარლამენტარებს, მმართველ გუნდს გაემიჯნონ და დაგმონ „ხალხის ძალის“ ინიციატივა - შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის რეპუტაციული ზიანისა და მტრული გარემოს ფორმირების პროცესი

საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტში შემოთავაზებული „უცხო ქვეყნის აგენტის“ ცნების შემოტანის სურვილი მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით ადამიანს „იარლიყის“ ქვეშ გაგვაერთიანებს და უმძიმეს სტიგმას გააჩენს, - ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი და ორგანიზაციის „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქეთევან ჩაჩავა აცხადებს.

ჩაჩავა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე "ხალხის ძალის" მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმიანება და საქართველოს პარლამენტის წევრებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაემიჯნონ და დაგმონ აღნიშნული ინიციატივა და შეწყდეს მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორისთვის რეპუტაციული ზიანისა და მტრული, არამეგობრული გარემოს ფორმირების პროცესი.

„მე, ქეთი ჩაჩავა, 17 წელია სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ვარ. 17 წელია ჩართული ვარ სამოქალაქო - არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, როგორც არაერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, აქტივისტი, მოხალისე, არჩეული წარმომადგენელი, მხარდამჭერი. ჩემი მიზანი ჩვენი ქვეყნის განვითარების, თავისუფლების, წინსვლისა და დემოკრატიზაციის პროცესში ჩემი პოზიტიური წვლილის შეტანაა.

არასამთავრობო სექტორის, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ მტრული და არამეგობრული გარემოს ჩამოყალიბება, სიძულვილის ენა, გახშირებული რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობა გახდა ქართულ რეალობაში და პოლიტიკური სპექტრის ყოველდღიური მესიჯბოქსის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ სამწუხარო პროცესის განვითარების ახალი ეტაპი ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ„ კანონპროექტში შემოთავაზებული „უცხო ქვეყნის აგენტის“ ცნების შემოტანის სურვილით, რაც მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ამ „იარლიყის“ ქვეშ გაგვაერთიანებს და უმძიმეს სტიგმას აჩენს.

აქვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გამჭვირვალობა, ღიაობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიულობა ჩვენი სექტორისთვის, ისევე როგორც დემოკრატიული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის ფუნდამენტური პრინციპებია. სწორედ ამ პრინციპებს ამოფარებული მსგავსი ინიციატივები არის უმძიმესი საფრთხის შემცველი. სწორედ ასე იწყება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სისტემური შეზღუდვა, ასე ხდებიან სამოქალაქო აქტივისტები შევიწროებისა და დისკრიმინაციის სამიზნე და სწორედ ასე იწყება რეპრესიები. ეს ყველაფერი კი 180 გრადუსით ცდება იმ მიზნებს, რასაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ჰქვია - რაც ჩვენი კონსტიტუციის გამყარებული პრინციპები და პრიორიტეტებია!

მოვუწოდებ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს გაემიჯნონ და დაგმონ აღნიშნული ინიციატივა და შეწყდეს მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორისთვის რეპუტაციული ზიანისა და მტრული / არამეგობრული გარემოს ფორმირების პროცესი”, - წერს ქეთევან ჩაჩავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა