ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომსახურების სააგენტოს ესტუმრა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ილია გიორგაძე.

„ესპანეთის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურა. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა