„თიბისი კაპიტალი“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები ცნობილია

„თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია. „თიბისის“ ინფორმაციით, პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ანი მიქაძემ და მარიამ წოწონავამ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკა კოპალეიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, დიანა ჩავლეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკოლოზ ჩიტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნოდარ ხორავამ დაიკავეს.

ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - „თიბისის“ აქციები გადაეცათ.

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, ქალაქგარეთ, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

„კემპი თიბისისთვის“ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ. ამ ნაკადის რამდენიმე მონაწილესთანაც უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - აცხადებს „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა