გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის შესახებ BBC-ს სიუჟეტზე - საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - ყველა გაგიჟდა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დადებითად შეაფასა BBC-ზე მიხეილ სააკაშვილიშესახებ გასული სიუჟეტი და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა“.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მსოფლიო მედია წერს და ფაქტს აღიარებს.

„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს, ყველა გაგიჟდა? ძალიან მადლობელი ვარ ამის“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი განმარტებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დილიდან 37.5 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება სისუსტე, რასაც ალასანია მოწამვლას უკავშირებს.

„დილიდან სიცხე აქვს 37.5. როგორც ყოველთვის სისუსტე აღენიშნება. ყველა ეს სიმპტომი არის უკვე კარგად დასაბუთებული იმ ცნობილი მოწამვლის შედეგი. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისთვის უცნობია, თუ როდის მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმის ექიმები.

ამასთან, ის „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ დაფუძნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთდროულად პრიორიტეტულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხის გადაჭრა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუშინ ნიკა გვარამიას მიმართულებით მოხდა. სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არხისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. სიტყვის თავისუფლება არის ის მონაპოვარი, რომელიც დამოუკიდებლობასთან ერთად მივიღეთ. მაგალითად, მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისეთ სისტემაში, სადაც განსხვავებული აზრი დასჯადი იყო. ჩვენი ყველას ოცნება იყო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვრა, სადაც სიტყვის თავისუფლება დაშვებული იქნებოდა. ჯანსაღ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი აუცილებელია რომ იყოს“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია BBC-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელსიც მისი ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზეა საუბარი. სიუჟეტის სათაურია: „არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა