დავით უსუფაშვილი - ღიად გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, უნდათ რომ ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი დააბრუნონ? – „ქართული ოცნების“ ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ

ერთხელ და სამუდამოდ ღიად გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, უნდათ რომ დააბრუნონ ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი? - "ქართული ოცნების" ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "უცხოური გავლენების" თაობაზე კანონპროექტს, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.

მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს გაუგებარ თამაშებს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის შანსებს ამცირებს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კანონი მხოლოდ რუსეთს აქვს, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები მტრული სახელმწიფოების გავლენების წინააღმდეგ, მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება " ასეთად ევროპას და დასავლეთს სახავს.

„აგენტების თაობაზე კანონპროექტით ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების" ხელმძღვანელებმა და არანაირმა „ხალხის ძალამ“, მოახერხა მორიგ ჯერზე ჩვენი ყურადღების გადატანა ამ თემებზე, რათა ვერ დავინახოთ პრობლემები, რაც ქვეყანაშია. ამ ჟონგლიორობით და სრულიად მიუღებელი მოპყრობით საკუთარი მოსახლეობის, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ აგრძელებენ გაუგებარ თამაშებს, რომელიც ამცირებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შანსებს, რადგან ასე მოქმედი და მოლაპარაკე ხელისუფლება დემოკრატიული საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელია. ბატონმა კობახიძემ ნიშნისმოგებით ბრძანა შევარბილეთო, ახლა ამბობენ, აღარ შევარბილებთ და იმას გავაკეთებთ რაც გვინდაო, მოიტანოს, რაც უნდა! მოიტანოს და იმას გავცემთ პასუხს პარლამენტშიც, საზოგადოებაშიც, ჟურნალისტებიც და მოქალაქეებიც.

ერთხელ და სამუდამოდ ღიად გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, უნდათ რომ დააბრუნონ აქ ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი და რადგან უმრავლესობაში არიან შეუძლიათ ნებისმიერი კანონი მიიღონ?! მიიღონ ეს კანონები! ამ შენობაში ფუნქციონირებდა ქვეყანა, რომელსაც ისეთი კანონები ჰქონდა, რომ ჩვენ ვინც აქ ვდგავართ, ყველას 5 წელი გვემუქრებოდა, მაგრამ ის ქვეყანა დაინგრა და ჩვენ ვარსებობთ. ეს კანონი არის იმის გამოხატულება, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ. ასეთი კანონი არსად არსებობს რუსეთის გარდა, უნგრეთში არსებობდა და ისიც გააუქმეს. ყველგან არსებობს ეროვნული ინტერესების დაცვის კანონმდებლობა და ქვეყნის მიმართ მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ კანონმდებლობა და ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის მტრებად აცხადებს ევროპას და დემოკრატიულ დასავლეთს. აშშ ებრძვის ჩრდილოეთ კორეულ გავლენებს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს