ირაკლი ბერაია გიორგი მარგველაშვილზე - ამ სუბიექტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ სამხედროებს - შემაშფოთებელია, როცა ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ჯარის დისკრედიტაციას ეწევა

ასეთი ადამიანები საკუთარი უღირსი განცხადებებითა და სიცრუით ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზული საფრთხის მატარებლები არიან - ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი გიორგი მარგველაშვილის განცხადების უკან მდგარი მოტივები და მიზანი! - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაია მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მას რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმაროს და ქართველ ჯარისკაცებს უკრაინაში ომისკენ მოუწოდოს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, “მინიმუმ, რაც ამ სუბიექტმა უნდა გააკეთოს, არის საჯაროდ ბოდიშის მოხდა ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების, ქართული ჯარის და სამხედრო მოსამსახურეების წინაშე“.

ბერაიას შეფასებით, “საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას ეწევა“.

„ეს არის სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება. მან წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ჯარს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ უპასუხისმგებლო სუბიექტს არაერთხელ გაუოცებია ქართული საზოგადოება უმსგავსო, არაადეკვატური და არასერიოზული განცხადებებით, მაგრამ ეს გაუგონარი და საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა ყოველგვარ საზღვრებს არის გაცდენილი.

შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას ეწევა. ის პირდაპირ არის ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში და საკუთარი გამონათქვამების სიმძიმით საქართველოს მტრების მოკავშირე ხდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამახინჯებასა და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის განადგურებას ისახავს მიზნად.

ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მტრობა! წესით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მეტი გონიერება, წინდახედულობა უნდა მართებდეს და პირველ რიგში, მეტი ღირსება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ვერაფერი ვერ ისწავლა ვერც პრეზიდენტობისას და ვერც პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა