გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

„შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. გრიგოლ ლილუაშვილმა და ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე