თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების დაცვა და განაღმვითი ოპერაციის განხორციელება უზრუნველყოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების დაცვა და განაღმვითი ოპერაციის განხორციელება შავის ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით უზრუნველყოს.

აქუბარდია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ბათუმში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა, რომლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აქუბარდიას თქმით, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, საფრთხე არამხოლოდ ტურიზმს, არამედ პორტებსაც ექმნება და როდესაც განაღმვით ოპერაციებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, მისი შავი ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელება.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ანალოგიური საზღვაო ნაღმები იქნა აღმოჩენილი და საზღვაო ოპერაცია მიმდინარეობს როგორც ბულგარეთში, ასევე რუმინეთსა და თურქეთში. ესენი შავი ზღვის ნატოს წევრი ქვეყნები არიან. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი, ისევე როგორც ნატოს მოკავშირის სტატუსი. შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული. როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი შავი ზღვის აკვატორიის დაცვაში ნატოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ კომიტეტის სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა