გერმანიაში აეროპორტების გაფიცვის გამო 2 340 ავიარეისი გაუქმდა

გერმანიის შვიდ აეროპორტში თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა თითქმის 300 000 მგზავრს დააზარალებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაფიცვა ხელფასის მომატების მოთხოვნით დაიწყო.

აეროპორტების ასოციაციის ცნობით, ბრემენის, დორტმუნდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ჰანოვერის, მიუნხენის და შტუტგარტის აეროპორტებში 2 340 ფრენის გაუქმებით დაახლოებით, 295 000 მგზავრი ზარალდება.

აღსანიშნავია, რომ გაფიცვა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის დღეს ემთხვევა. გაუქმებულ რეისებს შორის არის ერთ-ერთი რეისი, რომლითაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში უნდა ჩასულიყო. ამის გამო, მას ავსტრიაში ჩაფრენა და შემდეგ მიუნხენამდე ავტომობილით 4-საათზე მეტხანს მგზავრობა მოუწევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა