„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს STEM განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას.

„STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. სასწავლო პროცესი კი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით გაიმართება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. STEM სკოლა 150 მოსწავლეს მიიღებს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკში“ ჩვენთვის მთავარი ღირებულება განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა, მიეღოთ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით - STEM მიმართულებებით სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. STEM სკოლის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის - ერთი მხრივ, გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაჩენას, იქნება ეს ინჟინერია, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა, რათა გავხადოთ ეს პროფესიები უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი. მეორე მხრივ კი ჩვენი მიზანია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ აღნიშნული მიმართულებები, მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რის საშუალებასაც კომაროვის სკოლის გამოცდილება იძლევა“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა:

  • მოსწავლე სწავლობდეს მე-7, მე-8 ან მე-9 კლასში;
  • 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ფიზიკასა და მათემატიკაში ჰქონდეს 9 ან უფრო მაღალი შეფასება;
  • გაიაროს რეგისტრაცია;
  • წარმატებით გაიაროს ონლაინ ტესტირება.

STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეწვიეთ ვებგვერდს. რეგისტრაციისთვის კი გადადით ბმულზე.“ -ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა