18 თებერვალს, საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალს, 16:00 საათზე, ტერმინალის (საერთო სამუშაო სივრცე) საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აუდიტორიასთან დისკუსია შედგება შემდეგი თემატიკიდან გამომდინარე: დარგის პოპულარიზაცია; არსებული და აქტუალური პრობლემების განხილვა; დაიგეგმება გზები, რომ მოხდეს არსებული პროფესიების შენარჩუნება და მათი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა; ტრადიციული მჭედლობის ხელშეწყობა; ახლის შექმნა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან თანამშრომლობა; საინიციატივო ჯგუფების შექმნა.

პრეზენტაციის პარალელურად სტუმრებს ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობაც ექნებათ.

ასოციაციას ექნება ინიციატივის წარდგენის ფორმა და წესები, რომლის საფუძველზეც მოხდება საკითხების განხილვა. შესაბამისად ასოციაციის პრეზენტაციაზე სარეგისტრაციო სააპლიკაციო ფორმა და ასოციაციის განაწესი იქნება გაზიარებული.

„დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის მიზანი ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობაა, რაც ხელს შეუწყობს მრავალსაუკუნოვანი დარგის შენარჩუნების და განვითარებას. ასოციაცია აპირებს დარგის სპეციალისტების დახმარებას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას, ასევე ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, მათ შორის გამოფენებისა და მასტერკლასების ჩატარებას“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა