საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიეტუველ ხალხს ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს უცხადებს ლიეტუველ ხალხს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედისა და ცნობილი მამულიშვილის, ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ლიეტუველ ხალს, დიდი მამულიშვილის, ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის და ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედის, ბატონი ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო.

ანტანას ტერლიაცკასი დააკლდა არა მხოლოდ ლიეტუვას, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ სამყაროს. სამართლიანობისათვის მისი დაუღალავი ბრძოლა სამაგალითო იყო თანამედროვეთათვის და მისაბაძი იქნება მომავალი თაობებისათვის, რადგან ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვა კაცობრიობისთვის ყოველთვის უმთავრესი იქნება.

ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, ბატონი ანტანასის გარდაცვალება ორმაგად მტკივნეულია - ის უნივერსიტეტის დიდი მეგობარი იყო. ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრის ბედნიერება. საუბრისას ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თბილ დამოკიდებულებას, როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

ანტანას ტერლიაცკასი იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იატაკქვეშა პრესის გამომცემელი, დისიდენტი; მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, რითაც მაგალითს აძლევდა თავისუფლებისთვის მებრძოლ ერებს. სწორედ 16 თებერვალს, ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღეს, 95 წლის ასაკში, გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მსუბუქი იყოს მისთვის ლიეტუვის მიწა!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა