ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერსიტეტი პარამედიკოსების საბაკალავრო პროგრამას ჩამოაყალიბებს.

„რაც შეეხება სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს, აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას აღვნიშნავ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. თუ აქამდე სასწრაფოს ბრიგადას ან დისპეჩერს თვითონ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება დისტანციურად და გადაეყვანა პაციენტი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში, დღეს უკვე ავტომატურად ხდება კლინიკის შერჩევა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით და ასევე იმ კონკრეტული სერვისის მიხედვით, პაციენტს რომელი სერვისიც სჭირდება.

აქვე გავააქტიურეთ პარამედიკოსების სერვისი, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად, როცა სწრაფი რეაგირებაა სასწრაფოს მისვლისას საჭირო. ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ცენჯტრალური ოფისი შევარჩიეთ. ამას იმიტომ ვამბობ ცალკე, რომ არასდროს არ ჰქონია თავისი ოფისი, დღესაც ნაქირავებ ფართში არიან და ათობით და ასობით ადამიანი უკვე ერთ ახალ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ოფისში იქნება და იქ ცივილურად გააგრძელებენ თავის საქმიანობას“,- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის მაღალი გამავლობის მანქანების შესყიდვა მიდის.

„ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისებს ვამატებთ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ამისი საჭიროებაა, რეანიმობილების და ა.შ. ხულოში, ყაზბეგში, ჩოხატაურში და კიდევ რამდენიმე ქალაქში დავამატეთ, რაც სწრაფი გადაადგილებისთვის აუცილებელია, რომ რთულად მისადგომ ადგილებში არ ელოდოს დიდი ქალაქებიდან რეანიმობილს და ადგილიდანვე მოხდეს ტრანსპორტირება.

2023 წელს ვგეგმავთ, რომ პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამა ჩამოვაყალიბებინოთ სამედიცინო უნივერსიტეტს, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომავალია. ეს გვაძლევს, ერთი მხრივ, ოპტიმიზაციის შესაძლებლობას როგორც რაოდენობრივის, ასევე თანხობრივისას და პლუს გაზრდის ეფექტურობასა და რეაგირებას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა