საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, 2-დღიან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს, მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტებისა და ევროპის ოთხი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ორდღიან კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით 30-ზე მეტი სახალგაზრდა მკვლევარი წარსდგება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდებს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენაში ეხმარება და სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის დიდ გამოცდილებას აძლევს.

„სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენს ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენაში და სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებასაც აძლევს. გარდა ამიასა, კონფერენციაში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათი საკონფერენციო ნაშრომები საერთაშორისო გამოცემაში გამოქვეყნდება. მსგავს სამეცნიერო აქტივობაში ჩართვით, ჩვენს ბაკალავრებს სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციის საშუალება ეძლევათ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოტივირებულ სტუდენტებს, მომავალ მშენებლებს, არქიტექტორებს შესაძლებლობა აქვთ, გამოავლინონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა, მეცნიერულად გააღრმავონ თავიანთი ინტერესები და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინონ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაშიც კი დაინერგოს. ფაკულტეტზე ამის არაერთი შემთხვევა გვქონია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს გაიმართოს, რაც საშუალებას მოგვცემს, ფაკულტეტზე ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო მუშაობა მეტად სრულყოფილად შევაფასოთ“, - აცხადებს ზურაბ გვიშიანი.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, კონფერენციაზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი სტუდენტური ნაშრომი, რომლებიც, სამეცნიერო თვალსაზრისით, მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებოა. მისი თქმით, საკონფერენციო ნაშრომებს შორის სამ საუკეთესოს სპეციალური კომისია გამოავლენს.

„სასიხარულოა, რომ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში, რისთვისაც ისინი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად ამუშავებენ თემებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალკვალიფიციურად წარმოადგინონ თავიანთი კვლევები. კონფერენციაზე 30-ზე მეტი თემაა გამოტანილი. სპეციალურად შექმნილ კომისიას, სამშენებლო ფაკულტეტის 16 პროფესორის შემადგენლობით, რთული მისია აკისრია, რადგან სტუდენტურ ნაშრომებს შორის საუკეთესო სამეული უნდა შეირჩეს. მიგვაჩნია, რომ სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციია უნდა ითვალისწინებდეს საკონკურსო ფორმატსაც, როგორც ძლიერ მოტივატორს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის“, - აღნიშნავს გინა გურეშიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული თემების პირველი სამეულის ავტორებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი კრებულის სახით გამოსცემს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა