ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იქნება, რათა კლინიკამ სახელმწიფო დაფინანსებით მომსახურება გააგრძელოს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა და აკრედიტაციის გამცემი კომპანიიდან ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი სერტიფიკატის მიტანა იმისათვის, რომ კლინიკამ სახელმწიფო დაფინანსებით მომსახურების შეთავაზება გააგრძელოს.

აზარაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს არ დაელოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

„წინა წელს დავიწყეთ და რამდენიმე მიმართულებისთვის სტანდარტები შევქმენით. ერთის მხრივ, კარგია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მოლოდინის პროცესში არ ვიყოთ, კლინიკები უკვე მობილიზებულები იყვნენ და გაუმარტივდეთ 2025 წლისთვის ამ პირობების შესრულება, რასაც შემდეგ ის საერთაშორისო მააკრედიტებლები მოსთხოვენ. შემოვიტანეთ რეანიმაციის სტანდარტი, სხვადასხვა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტანდარტები და ა.შ. დავამატებ იმას, რომ 2025 წლიდან კი არის სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაცია, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხშირად პრაქტიკა გვაჩვენებს საქართველოში, ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ ერთი შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდონ 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასება გაკეთებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასა, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ ისე არ მოხდეს რომ 2024 წლის ბოლოს გადავადებაზე თხოვნებით შემოვიდნენ“,- აცხადებს აზარაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება