თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 36,913 ჰა თხილის ბაღი.

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ.

სოფლის განვითრების სააგენტოს თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების სოფლებში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე;

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში