მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკის ცნობით, კონფერენცია „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

„სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

„საქართველო ახლა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. პირველი, ის, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ „ვიზუალ კაპიტალისტის“ მიერ საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე. შესაბამისად, განახლებადი ენერგიები უკვე არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. მეორე ის, რომ 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი. ამ და სხვა ღონისძიებებში ქალების გააქტიურება არის გადამწყვეტი - ქალის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, პოლიტიკის შემქმნელის, ინჟინრის, მეცნიერის, წარმატების ფორმულის დამწერის. ახლა უკვე დროა, რომ ქალებმა ენერგეტიკაში ეს შანსი გამოვიყენოთ. ძალა ერთობაშია. ქალებმა მხარდამხარ უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზაციას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების გაცნობასა და ენერგეტიკაში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცებისთვის ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო ინოვაციურ ტექნოლოგიებში ქალთა შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმების პერსპექტივებზე დისკუსიას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით