ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„ხევძმარის ქუჩის N10ბ-თან ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა და საფრთხისშემცველი მდგომარეობა იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების განხორციელება. პროექტის დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გზის ჩამოშლის საშიშროებას. ასევე, კედლის მოწყობისთანავე დამონტაჟდება ლითონის დამცავი ღობე“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 360 000-მდე ლარი აქვს გათვალისწინებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა