ზურაბ აზარაშვილი - უკრაინიდან ლტოლვილები ყოველთვიურად ზუსტად იგივე ოდენობის დახმარებას იღებენ, რასაც ჩვენი დევნილები

უკრაინიდან ლტოლვილებს ყოველთვიურად ზუსტად იგივე ოდენობის დახმარება აქვთ დანიშნული, როგორც ჩვენს დევნილებს - საჭიროების შემთხვევაში ბინის ქირითაც უზრუნველვყოფთ და ბინის ქირასაც ზუსტად იგივე ოდენობით ვუხდით, რასაც ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ვაკეთებთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.

აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების დახმარების საკითხში ომის პირველივე დღიდან ჩაერთო.

„მოგეხსენებათ, პირველი სამი თვე სასტუმროებში მათ ცხოვრებას სრულად უზრუნველვყოფდით. შემდეგ მათზე ზრუნვა ჩვენს სამინისტროში გადმოვიდა. დევნილთა სააგენტო საქმეს საკმაოდ წარმატებულად უძღვება. ლარსის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე სპეციალური პუნქტები გვაქვს, სადაც საჭიროების შემთხვევაში ლტოლვილები მიმართავენ და ჩვენ უკვე ათასობით ადამიანსა და ოჯახს დავეხმარეთ. რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ომის დღიდან ამ დახმარების კუთხით გადავიხადეთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა