ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, აღნიშნული ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ქვეყნის ეკონომიკური უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები.

„შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. აღინიშნა, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესებამ და ეკონომიკურმა მდგრადობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.

ასევე აღინიშნა, რომ 2022 წლიდან შენელდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელი, რომელიც, შემცირების მიუხედავად, კვლავ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტიულობის ზრდას და ფისკალური რისკების შეზღუდვას, მათ შორის აღსანიშნავია: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას მაკროეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები