პრემიერ-მინისტრი Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს, ჯარედ კოენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო წინსვლას განაგრძობს და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი.

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე