ემანუელ მაკრონი - დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს

დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს, ომის ესკალაციას ირჩევს. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სამხედრო დანაშაულების ჩადენა არჩია”, - განაცხადა მაკრონმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ევროპული ომია, არამედ ომი, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება.

„ამ აგრესიას გამართლება არ აქვს”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა