ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ, სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე გაამავილა ყურადღება.

„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე მოქმედებას არ იწყებენ, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე