ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, „რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს მავანი მაინც არ ისვენებს და დამარცხებული, მწამებლებზე დამყარებული, რეჟიმის რეჟისორები და მთავარი მოქმედი პირები დღეს უსირცხვილოდ ცდილობენ „უფლებადამცველების“, „დემოკრატიის მცველებისა“ და „პროევროპელების“ ტყავში ფარისევლურად გახვეულებმა „დამოძღვრონ“ ქვეყანა და დროა მათ სარკეში დიდ ხანს უყურონ საკუთარ თვალებს, მოინანიონ ტერორი და ბოდიში მოიხადონ, რაც უმაღლესი სუვერენის-ქართველი ხალხის გამოხატული ნებაა!“
„პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით:
ეს სამწუხარო და დიდი ადამიანური ტკივილით გაჯერებული სიტყვების ერთობლიობა არა რომელიმე ნაწარმოების ან საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, არამედ ევროპული სამართლიანობის უმაღლესი ინსტანციის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაა. ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა.
რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა.
თავისუფლების აღკვეთა უმძიმესი სასჯელია, რომლის მიზანიც სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია, ანუ სასჯელის მოხდის შემდგომ, სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი ნორმების შესრულების აუცილებლობის სულისკვეთებით აღჭურვილი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
დადასტურდა, რომ ნაცვლად ამისა ფსევდო მოდერნიზაციის ნიღაბს ამოფარებული სისასტიკეზე შეყვარებული, საკუთარი უკანონო ძალაუფლების ფართო ჰორიზონტით მონუსხული, სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დამატებით უსჯიდნენ უკანონო, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ სასჯელებს. სხვების წამებით გამოწვეული ტანჯვისგან კი სიამოვნებას იღებდნენ და კიდევ უფრო სასტიკები ხდებოდნენ. წარმოდგენაც კი შემზარავია რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა საუბარი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი დარღვევებზე რეაგირება.
რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს მავანი მაინც არ ისვენებს და დამარცხებული, მწამებლებზე დამყარებული, რეჟიმის რეჟისორები და მთავარი მოქმედი პირები დღეს უსირცხვილოდ ცდილობენ „უფლებადამცველების“, „დემოკრატიის მცველებისა“ და „პროევროპელების“ ტყავში ფარისევლურად გახვეულებმა „დამოძღვრონ“ ქვეყანა. დროა მათ სარკეში დიდ ხანს უყურონ საკუთარ თვალებს, მოინანიონ ტერორი და ბოდიში მოიხადონ, რაც უმაღლესი სუვერენის-ქართველი ხალხის გამოხატული ნებაა!
ამ სისასტიკეზე ფიქრისა და შემდგომი დათრგუნვის თავიდან ასარიდებლად საჭიროა იმის გააზრება, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან და არსება მისი გრძელია. სიკეთე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაა, რასაც დღეს ქართული საზოგადოება დიდი მონდომებითა და წარმატებით ახორციელებს. ადამიანზე, როგორც უზენაეს სიკეთეზე, ფიქრით განმსჭვალული მუხლჩაუხრელი, გონივრული შრომა არის ერთადერთი გზა, რაც წარსულის ტრაგიკული შეცდომებისაგან დაგვიცავს და ფართოდ გაგვიღებს კარს ჩვენს ისტორიულ ნავსაყუდელში.
დღეს კი ყველა პატიმარმა და მისმა ახლობელმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ყველა ღირსეულ პირობებში მოიხდის და არავინ გაიგებს ჯალათის ხმას! სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების ყველა უფლების დასაცავად და ამისთვის მადლობა ჩვენს ღირსეულ, ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულ ოფიცრებს!“ - წერს რატი ბრეგაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"