გიორგი ჩალაძე - პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება

პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, ვინც საღად აზროვნებს, ვინც ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, შეუძლებელია მათში იწვევდეს ორჭოფობას ის სავალალო მდგომარეობა, რაც არის.

„პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება. დღეს ის დღეა, როდესაც დაფიქსირებული უნდა იყოს ქვეყნის მომავალი, ან უნდა დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე ან უნდა გავიდეთ ევროკავშირის გზაზე. სამწუხაროა რეალობა არის ის, რომ ამ გზაზე შეფერხება გვაქვს და ეს შეფერხება ერთი ადამიანის ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს.

ვინც საღად აზროვნებს, ვინც ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, შეუძლებელია მათში იწვევდეს ორჭოფობას ის სავალალო მდგომარეობა, რაც არის. ორჭოფობს ის მცირე ნაწილი, ვისი დავალებაც არის ნებისმიერ ფასად პრეზიდენტი სააკაშვილი დაჩაგრონ. სასამართლოშიც კი ვერ თქვეს ღიად, რომ სიმულიანტობს, გარდა 1-2 ადამიანისა, „კაკებეშნიკები" არიან, ვინც ჩვენება მისცეს (ურთმელიძეზე ვსაუბრობ). სააკაშვილის მიერ ავადმყოფობის მოგონება ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც გადათარგმნილია იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა. აჩქარებული კადრები რას ემსახურებოდა მე არ ვიცი“, - განაცხადა ჩალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის სიმულაციით გამოწვეული და ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ვერ გახდება სასჯელის გადავადების მიზეზი.

ჩალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ვერ ეცოდინება სტრასბურგში რა გადაწყვეტილება დადგება.

„როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება. სისხლის ანალიზები, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიმულაციით. თუ ეს სააკაშვილს შეუძლია, ის ყოფილა უმაღლესი გონებრივი განვითარების ადამიანი.

სტრასბურგი რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართულმა ოცნებამ“ საიდან იცის? ხომ არ არის ეს პირდაპირი მითითება რამე გავლენების არსებობაზე და ხომ არ მიუთითებენ ზოგიერთი მოსამართლის არაკეთილსინდისიერებაზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურები სტრასბურგის სასამართლოზე გავლენას იქონიებენ. არ ვდებ ბრალს სტრასბურგის სასამართლოს, რომ მოსყიდულები არიან. „ქართულ ოცნებას“ ვერ ეცოდინება სტრასბურგში რა გადაწყვეტილება დადგება“,- განაცხადა ჩალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს