ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, 2022 წლის მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო.

ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილ DRG სისტემაზე, რომელიც დაფინანსების ყველაზე სამართლიანი პრინციპია.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური ჯგუფი დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვის მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, აქტიურად მიმდინარეობს, სექტორის მხრიდან დაფიქსირებული ყველა პრეტენზიას განხილვაც.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება - მათ შორის, თურქეთის ბაზრის გახსნაზე, ელექტრონული რეცეპტების სისტემასა და სავალდებულო GDP/GMP სტანდარტებზე.

მინისტრმა წამლებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე ისაუბრა, რომელიც 15 თებერვლიდან ამოქმედდა და 800-ზე მეტ მედიკამენტს შეეხო, 15 მარტიდან კი, დამატებით, 400 მედიკამენტზე გავრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის გატარებული ღონისძიებებიც მიმოიხილა.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტების საჭიროებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის შესყიდვის პროცესში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბენეფიციართა მშობლების შენიშვნები.

მინისტრმა, 2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტაციაზეც ისაუბრა და დეპუტატებს კლინიკებში ინფექციის კონტროლის მონიტორინგების შედეგები გააცნო.

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური ანაზღაურების რეფორმა 17 300 დასაქმებულს უკვე შეეხო.

ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განხორციელებული ცვლილები გააცნო.

მათ შორის, პარამედიკოსების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, პარამედიკოსის საბაკალავრო კურსის დასანერგად.

გასული წლის შეჯამების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს 2023 წლის გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრა C და B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე. მისი თქმით, 2025 წლისთვის, სრულად უნდა მოხდეს C ჰეპატიტის ელიმინაცია. რაც შეეხება დიალიზის პროგრამას, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2022 წელს გახსნილი ცენტრები, ჯამში, 2 700-მდე ბენეფიციარს ემსახურება, 2023 წელს კი, მათ რიცხვს, ქვეყნის მასშტაბით, 10-მდე ლოკაცია დაემატება.

ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის, ერთიან სივრცეში, ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული დევნილთა განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2025 წლისთვის, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებული იქნება საცხოვრებლით.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა დასაქმებისა და სოციალურ მიმართულებებზე. ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პენსიასა და შშმ პირების გაზრდილ გასაცემლებზე, ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, 150 ლარიდან 200 ლარამდე კიდევ გაიზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი გასაცემელი.

ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს