ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების საკითხები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფორმების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. 2023 წელს კი სამედიცინო დაწესებულებებმა საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი- თვითშეფასების ეტაპი უნდა დაასრულონ. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები, ინდივიდუალურად, შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, თავად გააკეთონ არჩევანი.

გერმანულმა მხარემ, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს