ანჯეი დუდა - პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს და თუკი უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების მიზნით კოალიცია შეიქმნება, ის ასეთ კოალიციას შეუერთდება.

ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ F-16-ის გამანადგურებლების გამოყენების მიზნით პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია.

„უკრაინელი მფრინავების მომზადებას ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება, ხოლო რაც შეეხება MiG-29 ან Su ტიპის თვითმფრინავებს, უკრაინელი მფრინავები თითქმის მზად არიან ფრენისთვის. ამიტომ, ეჭვგარეშეა, თუ MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა მოხდება, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს MiG ტიპის თვითმფრინავი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს“, - აღნიშნა დუდამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?