ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება

სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება მსოფლიო ჩემპიონატი.

„მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ადგილზე ადევნოს თვალყური ღონისძიებას. ასევე შეძლებენ სამეწარმეო ბაზრობაზე შეიძინონ პროდუქცია. ყველას გელოდებით. ასეთი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია სანდოობის და იმიჯის თვალსაზრისით. სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 42 ქვეყნიდან სპორტულ გუნდებს ახლავს საკუთარი გულშემატკივარი. ბაკურიანი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ტურისტებით სავსეა", - აღნიშნა ომიაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს