ნანა ტოხვაძე - „ხალხის ძალის“ შემუშავებული კანონპროექტი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია, არამედ ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

„სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრისა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ შემუშავებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძირს უთხრის.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, როგორც ნანა ტოხვაძემ აღნიშნა, მმართველი პარტიისგან კანონპროექტის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ინტერესთა თანხვედრას გააშიშვლებს.

„ქართული ოცნების“ რადიკალურმა და ანტიდასავლურმა ფრთამ, რომელიც „ხალხის ძალად" პოზიციონირებს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად კანონპროექტი მოამზადა, თითქოს „უცხოეთის გავლენის აგენტების" გამოსავლენად. კანონპროექტი, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის, არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია, არამედ პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ რეზულტატს ანულებს. მოვისმინეთ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც ნათლად ჩანს, კანონპროექტი რომ რუსული და უნგრული კანონების ანალოგია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ინტერესებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაზე. მმართველი პარტიისგან კანონპროექტის მხარდაჭერა და „დარბილებულ“ვერსიაზე მუშაობა ბოლომდე გააშიშვლებს "ხალხის ძალისა" და „ქართული ოცნების" ინტერესთა თანხვედრას და მეტიც, მათ მიერ რუსული გავლენების მსახურებას ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯებით ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის პროდასავლურ უმრავლესობას ებრძვის და მას წინ ეღობება ევროინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა ნანა ტოხვაძე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს