ბენ უოლესი - უკრაინა მოიერიშე თვითმფრინავებს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ მიიღებს

უკრაინა მიიღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, რადგან პილოტების მომზადებას დიდი დრო სჭირდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს განუცხადა.

„ბრიტანეთის მხრიდან მოიერიშე თვითმფრინავების სწრაფი მიწოდება, რა თქმა უნდა, არც ომის ამ ეტაპზე და არც ექვს თვეში არ განხორციელდება“, - აღნიშნა უოლესმა.

ამასთან, უოლესი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს.

მისივე თქმით, ისეთი თვითმფრინავები, როგორიც Eurofighter-ია, უკრაინას შეიძლება ომის შემდეგ მიეწოდოს, რადგან პილოტების მომზადებას დიდი დრო სჭირდება და ასევე მოითხოვს უამრავ კვალიფიციურ სპეციალისტს მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ტექნიკური მომსახურების გასაწევად. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ტანკები „ჯადოსნური წამალი“ არ არის, რომელსაც ფრონტზე სიტუაციის ერთ დღეში შეცვლა შეუძლია.

„რა თქმა უნდა, ტანკები უკრაინელებს გააძლიერებს, მაგრამ ის არ არის ჯადოსნური წამალი, რომელიც ყველაფერს ერთ დღეში შეცვლის“, - აღნიშნა ბელ უოლესმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე