მარიამ ქვრივიშვილი - ბაკურიანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მუდმივად  კონტროლდება საგზაო მოძრაობა და მიმდინარეობს მონიტორინგი

ბაკურიანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მუდმივად ხდება საგზაო მოძრაობის კონტროლი და მონიტორინგი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე საათში, ბაკურიანში ოფიციალურად გაიხსნება სპორტული ღონისძიება.

„ჩვენ ძალიან მოხარულები და ამაყები ვართ, რომ ძალიან ღირსეულად დახვდა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ღონისძიებას. ძალიან კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა მთავრობის მხრიდან. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე 2 დღე უკვე ძალიან წარმატებული იყო. ძალიან დადებითი მუხტი ტრიალებს ბაკურიანში. როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის გასართობი ღონისძიებები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი ღონისძიება იქნება. უზრუნველყოფილია საგზაო წესების შემუშავება და აღსრულება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მუდმივად ხდება საგზაო მოძრაობის კონტროლი და მონიტორინგი. როგორც მოგეხსენებათ, კოხტას და დიდველის ტერიტორიაზე 10:00-დან 16:00-საათამდე იზღუდება მოძრაობა, რათა მობილობა გავამარტივოთ. მუნიციპალური ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი მოსახლეობის გადაადგილება. ამასთან, ჩვენ ტრადიციულ დროზე უფრო ადრე ვხსნით საბაგიროებს, 9:00- საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა