პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი.

„ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, უკვე მეორე წელია ნარჩუნდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

პრემიერ-მინისტრმა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

ცნობისთვის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი (BCG) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმაა. ფირმის კლიენტების ძირითადი ნაწილი მსოფლიოს 500 უმსხვილეს კორპორაციას შორისაა.

კომპანიის ექსპერტიზის სფეროა ბრენდინგი, კორპორაციული განვითარება, გლობალიზაცია, ფასთა წარმოება, სტრატეგია და ტექნოლოგიები და კომუნიკაციები. BCG-ის 50-ზე მეტი ოფისი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 25, 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება