„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი - ტრასების მომზადების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ყველაფერი ევროპული სტანდარტების იდენტურია

ტრასების მომზადების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა,ყველაფერი ევროპული სტანდარტების იდენტურია, - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ პირველი ფინალი გაიმართება, რომელიც 5 მარტამდე გაგრძელდება.

„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა დღევანდელი დღე. სულ რამდენიმე საათში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართება. 25-იანების არეალში მოეწყობა კონცერტი, საზოგადოების წინაშე წარდგება ანსამბლი „სუხიშვილები“, „ბასიანი“ და სხვა. მთაზე ყველანაირად მზადყოფნაა, კარგად ჩაიარა ვარჯიშებმა. შეჯიბრებები 5 მარტამდე გაგრძელდება, შესაბამისად, 5 მარტამდე სხვადასხვა დისციპლინაში იქნება ფინალები. ჩემპიონთა სოფელი მუდმივად იქნება, ჩვენს ვიზიტორებს, ყველას შეუძლია მოვიდეს და დააგემოვნოს წარმოდგენილი პროდუქტი. ტრასების მომზადების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა,ყველაფერი ევროპული სტანდარტების იდენტურია. ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტით ვხელმძღვანელობთ, კმაყოფილები არიან, 100%-ით არის ყველაფერი შესრულებული", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა