ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის - "აი-თი-ბი ბერლინის" მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა