რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინა ელის, რომ ნატო-ში მოწვევას ვილნიუსის სამიტზე მიიღებს

უკრაინა ელის, რომ ნატო-ში მოწვევას ვილნიუსის სამიტზე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მიიღებს ასეთ მოწვევას [ნატო-ში] და საბოლოოდ დაიწყებს ალიანსში თავის გზას”, - თქვა სტეფანჩუკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარე მიუნხენის უსაფრთხოების სამიტის თემებს შორის ასევე არის “საკითხები, რომლებიც ნატო-ში უკრაინის მოწვევას უკავშირდება”.

ცნობისთვის, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი 2023 წლის 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა