დმიტრო კულებამ - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია სანქციები, იარაღი და ფული

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია სანქციები, იარაღი და ფული,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ტექნიკურად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ნატო-ში შესვლასა და ახლანდელ დროს შორის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია: სანქციები, იარაღი და ფული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რომლის მოცემაც პარტნიორებს შეუძლიათ - ეს არის უკრაინის გამარჯვების მტკიცედ და უპირობოდ რწმენა. ეს თუ პოლიტიკის საფუძველში იქნება, მაშინ ყველაფერი დანარჩენიც მოჰყვება”, - თქვა კულებამ.

მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა უკრაინის გამარჯვებაში რომელ ქვეყნებს ეპარებათ ეჭვი და აღნიშნა, რომ „ამაზე ვმუშაობთ“.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო