გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს - გერმანია უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება

უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციას მხარს უჭერს, რომ „გერმანია უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო“.

„თუმცა უნდა დავაკონკრეტო - უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს”, - თქვა პისტორიუსმა.

მოგვიანებით, დისკუსიისას პისტორიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ გრძელვადიანი დახმარების პირობები, არამედ სწრაფი დახმარებაც სჭირდება, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვების საშუალებას მისცემს.

„მაგრამ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ამიტომ უნდა ვემზადებოდეთ - შევცვალოთ იარაღის წარმოების მოცულობები და განვიხილოთ, რა ვქნათ იარაღის ერთიანი შესყიდვებისთვის”, - თქვა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო მზად არის მისი წევრი სახელმწიფოები დაიცვას, თუ რუსეთი გადაწყვეტს მათ თავს დაესხას.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის