ირაკლი ღარიბაშვილმა და კონგრესმენმა ერიკ სვოლველმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს ერიკ სლოველს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.

„ხაზი გაესვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ის მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ამ მიმართულებით. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ორმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ბოლო წლებში არაერთ რეზოლუციასა თუ საკანონმდებლო აქტის ინიცირებაში გამოიხატა და გამოთქვა იმედი, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და ამ კუთხით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვან როლზე”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი