ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

„მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

ხაზი გაესვა ეუთო-ს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე